Accessibility links

logo-print logo-print

16 წლის გოგოს გატაცების გამო 3 პირი დააკავეს


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 3 პირი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას, 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს“.

შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციამ 16 წლის გოგო 24 დეკემბერს იპოვა. „პოლიციამ ჩემი შვილი მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან მამაკაცთან დარჩენაზე უარი თქვა. ასევე, მედიაში რომ გაშუქდა, რამდენიმე საათში იპოვეს, მანამდე ყურადღებას არ გვაქცევდნენ", - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

სკოლის მოსწავლე გოგო 21 დეკემბერს გაუჩინარდა. მშობლებმა შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „კომენდანტის საათის“ მიუხედავად სახლში არ დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG