Accessibility links

logo-print logo-print

მუსიკოსების საახალწლო კონცერტში ჩასართავად მერია 400 ათას ლარს მიიღებს


თბილისის მერია საახალწლო კონცერტის გასამართად 400 ათას ლარს მიიღებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, ეს თანხა კულტურის მოღვაწეებისა და მუსიკოსების ჰონორარებს მოხმარდება და მათ პანდემიის დროს შემოსავლის მიღებაში დაეხმარება.

"იმისთვის, რომ მან [თბილისის მერიამ] ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, აქამდე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 491 ათასი ლარით 31 დეკემბერს, 7 და 14 იანვარს დაგეგმილი კონცერტები იმართება, დამატებით მიღებული თანხით კი 2-3 ახალი კონცერტის ორგანიზებას აპირებენ.

საახალწლო კონცერტი თბილისში მაყურებლის გარეშე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG