Accessibility links

logo-print logo-print

იმნაძის თქმით, წლევანდელი ახალი წელი გამონაკლისი იქნება იმით, რომ ახლობლების ნახვას გვიკრძალავს


პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წელი მაქსიმალურად ვიწრო წრეში, ოჯახებში აღნიშნონ და უახლოეს ადამიანებთანაც კი ნუ მივლენ:

„ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან და ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ დამდეგი ახალი წელი გამონაკლისი იქნება იმით, რომ ახლობლების ნახვას გვიკრძალავს:

„ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ ჩვენი მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან იმისათვის, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი, 1515-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG