Accessibility links

site logo site logo

სირიაში 6 პროირანელი მებრძოლი დაიღუპა სარაკეტო იერიშის დროს


ისრაელის სამხედრო კოლონა

ბრიტანული სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, 25 დეკემბერს ექვსი პროირანელი მებრძოლი დაიღუპა ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ცენტრალურ სირიაში.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, სარაკეტო იერიშის შედეგად პროვინცია ჰამაში განადგურდა პროირანული სახალხო ლაშქრის კუთვნილი რაკეტების საამქრო და საწყობები.


უფრო ადრე სირიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სანამ“ დაადასტურა სარაკეტო იერიში, მაგრამ იმის ხაზგასმით, რომ ის ჰამას პროვინციის აგრარულ გარეუბანზე განხორციელდა.


„სანასვე“ თანახმად, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო გადაეტაცა „მტრის“ რაკეტები და გაანადგურა მათი უმრავლესობა.

სირიის ოფიციალურ ცნობებში დაღუპულთა შესახებ არაფერი თქმულა.

სარაკეტო იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელს, რომელიც ძალიან იშვიათად საუბრობს სირიაში მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე.


მანამდე, 19 ნოემბერს, ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის არმიისა და ირანის ყუდსის ძალების რამდენიმე ობიექტზე მას შემდეგ, რაც დამონტაჟებული ნაღმები იქნა აღმოჩენილი ისრაელის სამხედრო პატრულის მოძრაობის მარშრუტზე, ისრაელის ხელთ არსებული გოლანის სიმაღლეების არეალში.

ირანი, რუსეთთან ერთად, სერიოზულ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რაც 2011 წლის მარტის მშვიდობიან ანტისამთავრობო გამოსვლებს მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG