Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტებად“ ფიზიკური პირების ცნობას


რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ უცხოეთის აგენტებად ჩაითვალონ ის ფიზიკური პირები და გაერთიანებები, რომლებიც რუსეთში პოლიტიკით არიან დაკავებულები და უცხოეთიდან ფინანსდებიან.



ასეთი ფიზიკური პირები და გაერთიანებები იძულებული ხდებიან, წარმოადგინონ განაცხადები „უცხოეთის აგენტების“ სიაში მათი შეტანის თხოვნით, რის შემდეგაც რეგულარულად მოუწევთ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა იუსტიციის სამინისტროში.


მანამდე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, მესამე მოსმენით დაამტკიცა რამდენიმე სადავო კანონპროექტი, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციის აზრით, ძირგამომთხრელია დემოკრატიული პროცესისთვის.

23 დეკემბერს დამტკიცებული კანონმდებლობა მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" კანონში, რომელიც უკვე დიდი ხანია კამათის საგნადაა ქცეული. ამ კანონით, ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ კლასიფიკაციებს მიანიჭებენ, თავიანთი საქმიანობის შესახებ უნდა განაცხადონ და ფინანსური აუდიტი უნდა ჩაუტარდეთ.

კანონპროექტის თანახმად, „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებული ფიზიკური პირები ვერ შეძლებენ თანამდებობების დაკავებას სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებში, ასევე არ ექნებათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG