Accessibility links

logo-print logo-print

რაგბის კავშირმა გამგეობის სხდომა პრეზიდენტობის კანდიდატების გარეშე მოიწვია


საქართველოს რაგბის კავშირში რამდენიმეთვიანი სიმშვიდის შემდეგ შიდა დაპირისპირება ისევ აგორდა.

ახლახან კავშირმა ორგზის გადადებული საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი დაასახელა - ახალი პრეზიდენტი 30 დეკემბერს უნდა აირჩიონ. სავარაუდოდ, საარჩევნო ყრილობა მესამედაც ჩაიშლება.

სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე მიმდინარეობს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც არჩევნების კიდევ ერთხელ გადადებას უნდა დაუჭირონ მხარი. პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ორს - ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს კი გამგეობის სხდომის შესახებ არც შეატყობინეს. ამის მიუხედავად, „ლელოს“ ბაზაზე ორივე მივიდა და დაახლოებით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, ბაზაზე შესვლაც შეძლეს.

მასმედიისთვის კი კავშირის გამგეობის სხდომა დახურულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG