Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბიშვილმა შობა ჯერ „კათოლიკურ სამყაროს" მიულოცა, მოგვიანებით - „ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს"


25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს მსოფლიო ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუკზე" შობა მიულოცა მხოლოდ კათოლიკეებს. „ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!" - დაწერა პრეზიდენტმა, რასაც არაერთი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა.

პრეზიდენტმა მოგვიანებით კიდევ ერთი მილოცვის ტექსტი გამოაქვეყნა, ამჯერად მან „ტვიტერზე" დაწერა: „ვულოცავ ქრისტეს შობას ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს! დაე, ამ დღეს მოეტანოს ჯანმრთელობა, მშვიდობა, ერთობა და სიკეთე!"

25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ არა მხოლოდ კათოლიკეები, არამედ პროტესტანტები და ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG