Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის კათოლიკეთა მამამთავარი სამშობლოში დაბრუნდა იძულებითი ემიგრაციის შემდეგ


მთავარეპისკოპოსი ტადეუშ კონდრუსიევიჩი საშობაო წირვის დროს მინსკში, 2020 წლის 24 დეკემბერს.

მინსკის კათოლიკე მთავარეპისკოპოსი ბელარუსში დაბრუნდა მას მერე, რაც ხელისუფლებამ გაუუქმა მას ქვეყანაში შესვლის ოთხთვიანი აკრძალვა, რომელიც დაუწესეს მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლებთან დაკავშირებით.

მთავარეპისკოპოს ტადეუშ კონდრუსიევიჩს, ბელარუსის კათოლიკეთა მამამთავარს, 31 აგვისტოს აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება მეზობელი პოლონეთიდან. 74 წლის სასულიერო ლიდერს უფლება არ მისცეს ქვეყანაში შესვლისა, რადგან მან გააკრიტიკა ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა.
მთავარეპისკოპოსს უკან დაბრუნების ნება დართეს მას მერ, რაც ვატიკანის წარმომადგენელი შეხვდა ლუკაშენკას მინსკში.

„როცა საზღვარი გადმოვკვეთე, დავიჩოქე და ლოცვა დავიწყე, მიწას ვაკოცე", თქვა კონდრუსიევიჩმა და დასძინა, რომ „სამშობლოს გულიდან ვერ ამოიღებ, ესაა ჩემი მიწა, აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ მინდა ვიყო, აქ მინდა ვიმსახურო. არასოდეს ბელარუსის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, ყოველთვის ვიცავდი მის ინტერესს და ასევე გავაგრძელებ", აქვა მთავარეპისკოპოსმა.

მან საშობაო მესა ჩაატარა მინსკის საკათედრო ტაძარში.

ბელარუსში კათოლიკობა მართლმადიდებლობის შემდეგ სიდიდით მეორე რელიგიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG