Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო მეტ ხმას მიიღებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ამომრჩევლის იმედგაცრუების შესახებ ილაპარაკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. მას მიაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში მმართველი პარტია შედეგს გაუმჯობესებს.

„დღეს, რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო მეტს მიიღებს. ზუსტად ამ ქაოსის, არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც ოპოზიციის მხრიდან არის გადადგმული“, - თქვა კობახიძემ „პოსტივის" ეთერში.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, შემცირებულია ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

„ახლა, როდესაც იმართება პარლამენტთან აქციები, ათ კაცამდე არის ჩამოსული, ადრე ოცი, ზოგჯერ ას კაცამდეც იკრიბებოდა. ეს რაოდენობები თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია ოპოზიციური ელექტორატის განწყობა და მათი დამოკიდებულება იმავე ოპოზიციის მიმართ, რომელიც აირჩიეს 31 ოქტომბერს. მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიციას და მათი დამოკიდებულება უკვე არის შეცვლილი იმავე ოპოზიციის მიმართ, რომელმაც იმედები უკვე გაუცრუა”, - თქვა კობახიძემ.

ცესკო-ს მონაცემებით, 31 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართუმა ოცნებამ" მიიღო 48.22% (928 004 ხმა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG