Accessibility links

site logo site logo

მოკლულია თელავის საავადმყოფოს დირექტორი


გვიან ღამით გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ იყალთოში მოკლეს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, მას თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვ.ზ.- მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG