Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანს კლუგე ტვიტერზე: კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის 8 ქვეყანაშია გამოვლენილი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე ტვიტერზე წერს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა – VOC-202012/01 ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება - დისტანცია, პირბადის ტარება, შინ დარჩენა", - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ასევე წერს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, წინა შტამებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს. მისი თქმით, გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არსებობს, მაგრამ ამის კვლევას დრო სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG