Accessibility links

site logo site logo

ქუთაისში მოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ


ქუთაისში შპს "იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. ისინი მესამე დღეა ბაზრობის შესასვლელთან არიან თავმოყრილნი, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრობის რამდენიმე დღით მაინც გახსნას მოითხოვენ.

მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, მთავრობამ კი მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე ათასი ლარის სეზონური პროდუქცია რჩებათ გაუყიდავი, რაც მათ კიდევ უფრო დააზარალებს.

მოვაჭრეები ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG