Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: ფულს უკან, ბიუჯეტში ვრიცხავთ, მოვითხოვ, თანხა უფასო სასადილოებს მოახმარეთ


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან არა მხოლოდ უარი თქვა თავის ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა ის 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაცემულიყო ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე.

„მე მოვითხოვ, ეს 67 000 დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ. სხვათა შორის, საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერიძე, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ 1.18 ლარი უფასო სასადილოში სრულიად საკმარისია კალორიული საკვებისთვის, გამხდარა საქართველოს პარლამენტის წვერი. ხედავთ ვის აწინაურებს ბიძინა ივანიშვილი? ვინც ხალხს შიმშილით დახოცავს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დეპუტატის ხელფასი სახელმწიფო ხაზინას უკან დაუბრუნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამაც, თუმცა, გუშინ მან საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, რომ ხაზინამ თანხა ისევ გადმოურიცხა.

„პარლამენტმა, ანუ მთავრობამ ჩემთან თამაში გადაწყვიტა. გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული ეხლა დღეს უკან ჩაურიცხავთ. თუ გეხალისებათ, არაა პრობლემა, გიგზავნით უკან“, - წერს ელენე ხოშტარია და გადარიცხვის დამადასტურებელ ფოტოებსაც აქვეყნებს.

იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, ხოლო სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ, მათ პარლამენტის წევრობის ხელფასები ჩაერიცხათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG