Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარიგების პროცესი


დეკემბრის ბოლოს ევროპის ქვეყნებში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის პრეპარატის პირველი პარტიის გავრცელების პროცესი. რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ვაქცინის პირველი პარტია 26 დეკემბერს, პოლიციისა და სამხედროების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტანეს.


„ვაქციანა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ვაქცინის პირველი პარტია, 10 000 დოზა, პრაღის ჰოსპიტალში მიიტანეს. იუწყებიან, რომ ერთ-ერთი პირველი აცრის გაკეთებას გეგმავს პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველად 80 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეებს აცრიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG