Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში 19 კაცი დააკავეს ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერ აქციაზე


შაბათს პოლიციამ 19 პირი დააკავა ხაბაროვსკში, ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ტრადიციულად ყოველ შაბათს იმართება.

სამი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს.


ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, 26 დეკემბერს რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა საოლქო ადმინისტრაციის წინ, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალურ ქუჩაზე. ჰაერის ტემპერატურა ხაბაროვსკში -19 გრადუსს აღწევს.

სერგეი ფურგალის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 169-ედ შეიკრიბნენ აქტივისტები.

იუწყებიან, რომ წინა დღით ყოფილი გუბერნატორის მეუღლის, ლარისა სტაროდუბოვას სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ქარხანა „ამურსტალის“ სახსრების დატაცების ფაქტზე. სტაროდუბოვას ნათესავების თქმით, პოლიციამ მისი სახლი უკვე მესამედ გაჩხრიკა.


ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ივლისში დააპატიმრეს ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით.


ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG