Accessibility links

site logo site logo

HRC ხელისუფლებას მიმართავს, გააძლიეროს ხანდაზმულთა უფლებების დაცვა


„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ, პანდემიის პირობებში, ხანდაზმულთა დახმარების მიზნით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მოუხედავად, კვლავაც ვერ ხერხდება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე ადეკვატური და ეფექტიანი რეაგირება, ამ ნაბიჯების ფრაგმენტულობის გამო.

ორგანიზაცია წერს, რომ ახალი შეზღუდვების პირობებში, ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, ხანდაზმულები კვლავაც რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებათ.

სწორედ ამიტომ, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გააძლიეროს ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა, მათ შორის, მსგავსი საჭიროების მქონე ხანდაზმულთა აუცილებელი საკვები პროდუქტებითა და საჭირო მედიკამენტებით მომარაგებით;
  • საპენსიო დანამატის გათვალისწინება მოხდეს პენსიის შესახებ კანონით გათვალისწინებული საპენსიო ასაკის პროპორციულად;
  • გაძლიერდეს ხანდაზმულთა ბინაზე მკურნალობის სერვისი და მასზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება;
  • უზრუნველყოს ხანდაზმულთა ფინანსური ვალდებულებების გადავადება, შესაძლებლობის შემთხვევაში კი - მათი სრულად სუბსიდირება, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში.
  • აუცილებელია, ხანდაზმულთა ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და საამისოდ ადეკვატური პლატფორმების შექმნა.
  • ხელი შეუწყოს ცენტრებიდან შორს მდებარე სოფლებში მობილური აფთიაქების დანერგვას, რათა ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის - ხანდაზმულებს, შეეძლოთ საჭირო მედიკამენტების სახლთან ახლოს შეძენა, როგორც პანდემიისას, ისე მის შემდგომ პერიოდში;
  • ხელი შეუწყოს მოხალისეობრივი ინიციატივების წახალისებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რათა საერთო ძალისხმევით, მაქსიმალურად გამოირიცხოს ხანდაზმულთა, მათთვის საჭირო დახმარების გარეშე დარჩება, განსაკრებით პანდემიის პირობებში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იშველიებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს და წერს, რომ 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 760 ათასზე მეტი პირი იღებდა ასაკობრივ პენსიას. ხოლო ამავე სამსახურის მიერ, 2011 წელს განხორციელებული მასშტაბური კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყანაში 10 616 ხანდაზმული ცხოვრობს მარტოობაში:

„ამ ხალხს, განსაკუთრებით ახლა სჭირდება სახელმწიფოსგან მზრუნველობა შესაბამისი სოციალური სერვისების მიღების გზით“, - წერს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG