Accessibility links

logo-print logo-print

პროგრესის სახელით


ავტორი: მზეო შველიძე

,,ეს ცივილიზაცია ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ მოთმინებით უნდა ველოდოთ იმ დროს, როცა ის თავის თავს დაანგრევს’’.

მაჰათმა განდი

დედამიწაზე მცხოვრები მილიარდობით ადამიანი ინტეგრირებულია ერთ საერთო გლობალურ სივრცეში, ქსელში რომლის სუბსტანციაც ყოფიერებაა, სწორედ ეს ქსელი აყალიბებს კოსმიურ წესრიგს და გვაქცევს მის ნაწილად, კუთვნილებად. ამავე მიზეზით, ადამიანთა ცხოვრება დედამიწის რომელ ნაწილშიც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, სწორედ ეს ქმნის პეპლის ეფექტსა და კაუზალობას. მიუხედავად ჩვენი გემოვნებისა, სხვადასხვა საკითხების მიმართ დამოკიდებულების, გაწყობის, ცხოვრების სტილის, კულტურის, ეთნიკურ-რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა, საერთო დღისწესრიგისა, რომლის ნაწილიც ვართ, რომელიც ყველას თანაბრად გვერგება, ჩვენი მხრიდან, ბუნებითი ინტეგრაციის არცნობა, მხოლოდ ეგოიზმისა და ეთნოცენტრიზმის ნიშანი კი არა საკაცობრიო დანაშაულიცაა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულს ჩავდივართ და გვავიწყდება, რომ მიზეზ-შედეგობრიობის არსებობა- კარმა, რომ უკვალოდ არცერთი ქცევა იკარგება დროსა და სივრცეში, პირიქით, ყველაფერი ეს უფრო დიდი დროის ნაწილია, ყოფიერების მუდმივი მეხსიერების, რომელიც ჯერ ყველაფერს გვიბრუნებს და შემდეგ გვსჯის, რადგან ეს არის მისი ფუნქცია. სწორედ კარმის შედეგია გამოწვევები, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას, დაწყებული კლიმატის კრიზისიდან, დამთავრებული ატომური იარაღის გამოყენების საფრთხით, რომელიც კიდევ ერთი ომის მოლოდინს ქმნის. 1995 წელს ნელსონ მანდელა წერდა, რომ ახალ საუკუნეში, რომელიც სულ მალე დაიწყებოდა, კაცობრიობა უკან მოიტოვებდა ომებსა და დაპირისპირებებს, ატომურ იარაღს განათლება ჩაანაცვლებდა და დაიწყებოდა სრულიად სხვა ცივილიზებული საუკუნე. 25 წლის შემდეგ რა იცვლება?

ალბათ, ლოგიკურია კითხვების ქონა. რატომ ვდგავართ უფრო სახიფათო გამოწვევების წინაშე, ვიდრე ვიდექით თუნდაც ერთი საუკუნის წინ, რატომ ვსაუბრობთ კვლავ ომის საფრთხეებსა და ჰეგემონიაზე, რატომ ვინაწილებთ გავლენის სფეროებს, რატომ ვმანიპულირებთ ადამიანთა სიცოცხლითა და თავისუფლებით, რატომ მრავლდებიან მიგრანტები და ემიგრანტები, რატომ ვირჩევთ ქარიზმატულ რასისტებს, ფაშისტებს, სექსისტებსა თუ ჰომოფობებს, რატომ ვერ გამოვდივართ ვიწრო აღქმიდან, რატომ არ ვიცავთ საერთო ფასეულობებს, რომლის მნიშვნელობასაც ვქადაგებთ. ნუთუ კაცობრიობის მთავარი მიღწევა დღეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პროგრესია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაზე ნაკლებად გაისმის კითხვა ,,რატომ?’’, რადგან მოწამლული ვართ მისი შესაძლებლობებით. ჩვენ ვცხოვრობთ უკეთესს სახლებში, დავდივართ უკეთესი მანქანებით, ჩვენი კვების მენიუც უკეთესია, ესაა მატერიით მდიდარი სამყარო, რომელიც ფიზიკური კომფორტის გაუმჯობესებას გვპირდება და პროგრესიის სახელით გვესაუბრება. მაგრამ რა ხდება ამის პარალელურად? ტყეები იწვის, კონფლიქტები ახლდება, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, პოლიტიკოსები წითელი ღილაკებით მოძრაობენ, იმის ნაცვლად, რომ იზრუნონ საზოგადოების დაცვასა და გადარჩენაზე, ისინი დაკავებულნი არიან ცალკეულ ჯგუფთა ლობირებითა და პირადი ინტერესების დაცვით. ის, ვინც თავს იწონებს ძალაუფლებითა და გავლენით ყველაზე ნაკლებად იღებს პასუხისგებლობას შექმნილ სიტუაციებზე. და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უსირცხვილოდ თავდაჯერებულები არიან.

სამწუხაროა, ჩვენ ვცხოვრობთ ,,ცივილიზებულ’’ სამყაროში, რომელიც ბარბაროსობას გზას უხსნის, ყველა შეცდომა კი რომელსაც ვუშვებთ ძვირი გვიჯდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG