Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში 110-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 3 პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 8563 შემთხვევა, მათგან 6746 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 111 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG