Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 19 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა შეადგინა 19.7 მილიარდი აშშ დოლარი(64.7 მილიარდი ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 120.4 %-ია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 781.5 მილიონი აშშ დოლარით.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მილიარდი აშშ დოლარი(29.3 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ის 54.6%-ია:

სამთავრობო სექტორის ვალი 6.8 მილიარდი აშშ დოლარი(22.2 მილიარდი ლარი);

ეროვნული ბანკის ვალდებულებები 457.8 მილიონი აშშ დოლარი(1.5 მილიარდი ლარი);

საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი (14.6 მილიარდი ლარი).

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგინა 11.6 მილიარდი აშშ დოლარი(38.3 მილიარდი ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 71.3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG