Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია „ჭორებს“ უწოდებს „ლოკდაუნის“ შესაძლო გამოცხადების ალბათობას


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ახალი წლის შემდეგ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება, მის განმარტებით ამის აუცილებლობა არ არსებობს. ეს კომენტარი გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამრთულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის პასუხად, გააკეთა.

„არაფერი არ იცვლება, ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სრული „ლოკდაუნი“ არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებზე - ავტომობილებით თუ ფეხით, ერთადერთი რაც 24 დეკემბერს გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაუხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანში არ იქნება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, 28 ნოემბრიდან შემოღებული შეზღუდვების შედეგებს, ჯანდაცვის სისტემა უკვე გრძობს, ამიტომ რაიმე სახის განსაკუთრებული შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა რ არსებობს, განსაკუთრებით გადაადგილებაზე. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის „ჭორები“.

დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა და საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდა.

24 დეკემბრიდან სპეციალური წესების დაცვით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები.

გასული 24 საათის განმავოაბში საქართველოში კორონავირუსის 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG