Accessibility links

logo-print logo-print

ესპანეთში აღრიცხავენ იმათ, ვინც უარს ამბობს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე


ესპანეთში ჩაატარებენ ქვეყნის იმ მცხოვრებლების აღრიცხვას, რომლებიც უარს ამბობენ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე. ამის შესახებ განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ.

მისი თქმით, სია არ გამოქვეყნდება და ის არ იქნება ხელმისაწვდომი დამსაქმებლებისთვის, მაგრამ მასზე წვდომა ექნება ევროკავშირს. მან განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარებაზე უარის აღრიცხვა ნორმალური პრაქტიკაა. ამის მეშვეობით ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ჯანდაცვის სისტემა არ შემცდარა და რომ მოქალაქეს ვაქცინა შესთავაზეს.

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. ევროკავშირში COVID-19-თან საბრძოლველად ჯერჯერობით დამტკიცებულია მხოლოდ ერთი პრეპარატი - Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა. უახლოეს მომავალში მოელიან კომპანია Moderna-ს ვაქცინის დამტკიცებას, მოგვიანებით კი - ე.წ. ოქსფორდის ვაქცინისა.

გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ესპანეთი კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყნებს შორის იყო. დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 1,9 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 50 ათასზე მეტი ადამიანი. მიუხედავად ამისა, როგორც ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, მოსახლეობის 28%-ს არ სურს, რომ აიცრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG