Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და რუსეთმა სამხრეთ ამერიკიდან რუსეთში 330 კგ კოკაინის კონტრაბანდა აღკვეთეს


ფსბ-მ და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ აღკვეთეს სამხრეთ ამერიკიდან რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში კოკაინის მიწოდების არხი. რუსეთის ტერიტორიაზე ერთობლივი ოპერაციის მსვლელობისას ამოღებულ იქნა მინიმუმ 330 კგ კოკაინი. ამის შესახებ ფსბ იტყობინება.

ოპერაციის პირველი ეტაპი მაისში ჩატარდა. მაშინ სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კურიერი ერთი კილოგრამი კოკაინით. ამის შემდეგ ფსბ-მ და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ გამოარკვიეს იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების ვინაობა, რომელიც რუსეთში კოკაინის კონტრაბანდას ეწეოდა.

ივნისში მოსკოვში ამავე ოპერაციის ფარგლებში ამოიღეს 34 კგ ნარკოტიკი, ნოემბერში კი მოსკოვის ოლქში აღმოაჩინეს სამალავი, რომელშიც მინიმუმ 295 კგ კოკაინი ინახებოდა.

ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობით მიღებული მოგება, ფსბ-ს შეფასებით, შესაძლოა მილიარდი რუბლი (13,6 მლნ აშშ დოლარი) ყოფილიყო. ეჭვმიტანილები დააკავეს და ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG