Accessibility links

site logo site logo

რუსეთში დააკავეს ეკლესიიდან განკვეთილი იღუმენი სერგი, ულტრაკონსერვატიულად განწყობილი სასულიერო პირი


რუსეთის სამართალდამცველებმა 29 დეკემბერს დააკავეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, იღუმენი სერგი (რომანოვი). იგი ცნობილია იმით, რომ ილაშქრებდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საკარანტინო ზომების წინააღმდეგ და უარი თქვა, დამორჩილებოდა რუსეთის საპატრიარქოს.

იუწყებიან, რომ ოპერატიული სამუშაოების განსახორციელებლად, რაშიც ხელის შეშლას ცდილობდა დაუმორჩილებელი სასულიერო პირის 2000-მდე მომხრე, მონასტერთან მობილიზებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი და რუსეთის გვარდიის დანაყოფი.


ყოფილი სასულიერო პირი თვითმფრინავით ჩაიყვანეს მოსკოვში, სადაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ზომაზე იმსჯელებს პროკურატურის მიერ წადგენილი ბრალდების სამი მუხლით. მათ შორის არის მონაზვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა და ღვთისმსახურებისათვის ხელის შეშლა.

იუწყებიან, რომ მოსკოვის სასამართლოს შენობის წინ, სადაც მისი პატიმრობის საკითხი განიხილება, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG