Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა უფრო მეტ გერმანელს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა სანქციების პასუხად


რუსეთმა გააფართოვა იმ გერმანელ მოქალაქეთა სია, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში, რომლის თანახმად სანქციები შეეხებათ გერმანიის სადაზვერვო და თავდაცვის სამინისტროში შემავალი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს.

ასეთი ნაბიჯი არის პასუხი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ოქტომბერში შემოღებულ სანქციებზე, რომელიც მოჰყვა 2015 წელს ბუნდესტაგის კომპიუტერულ სისტემაში სავარაუდო „რუსი ჰაკერების“ შეღწევას. სანქციები დაუწესდა, კერძოდ, რუსეთის ერთ ორგანიზაციას და ორ მოქალაქეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა მხარემ „არაერთხელ მიმართ გერმანელ კოლეგებს“ წინადადებით, რომ გამართულიყო ორმხრივი კონსულტაცია „ავადსახსენებელი კიბერაქტიურობის“ წყაროს გამოსავლენად, რასაც, კრემლის მტკიცებით, გერმანია "დაჟინებით უგულებელყოფს".

მაისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გასცა ორდერი დმიტრი ბედინის დაპატიმრებაზე. ეს პირი, გერმანული მედიის ანონიმური წყაროების მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) თანამშრომელი, იყო ჰაკერულ ჯგუფ Fancy Bear-ის წევრი და ხელმძღვანელობდა ბუნდესტაგის კომპიუტერებში უკანონო შეღწევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG