Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ყოფილ იღუმენ სერგის


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა შუა უარლის დედათა მონასტრის ყოფილ წინამძღოლ, იღუმენ სერგის, რომელსაც პროკურატურა ბრალად დებს თვითმკვლელეობისკენ იძულებას, თვითნებობას და რელიგიური ორგანიზაციის მუშაობისათვის ხელის შეშლას.

რუსი მართლმადიდებელი სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს.

სერგი (რომანოვი) ცნობილია იმით, რომ ილაშქრებდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საკარანტინო ზომების წინააღმდეგ და უარი თქვა, დამორჩილებოდა რუსეთის საპატრიარქოს.

10 სეტქმბერს რუსეთის საპატრიარქომ მეამბოხე სასულიერო პირს ჩამოართვა იღუმენის წოდება, განკვეთა ეკლესიიდან და აუკრძალა ღვთისმსახურება.

მაგრამ ყოფილი იღუმენი ამ აკრძალვას არ ასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG