Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: ბანდიტები უნდა გამოიგავონ პარლამენტიდან, მერე უნდა ეკურთხოს დარბაზი 


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას უარს კიდევ ერთხელ აცხადებს „ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნატელაშვილი. ის მიიჩნევს, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციის შეცვლა არაფერს შეცვლის. „მე ახლა, რომ შევიდე და დავჯდე პარლამენტში, იქ შევცვლი პოლიტიკას და ჩემი ამომრჩეველი დარჩება კმაყოფილი?! რა სისულელეა. ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს, ის ბანდიტები უნდა გამოიგავონ იქიდან, მერე უნდა ეკურთხოს დარბაზი, რომელიც დაიკავეს ამ ეშმაკისეულებმა უკანონოდ", - თქვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციის 54-მა დეპუტატმაც მიმართა, მათ შორის, პირველი იყო შალვა ნათელაშვილი. თუმცა მათი საკითხი ჯერჯერობით კენჭისყრაზე არ გასულა. განცხადებების გამოთხოვის ვადა კი 23 დეკემბერს ამოიწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG