Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა ხელმოწერით დააკანონა საბჭოთა პერიოდის "გამოსაფხიზლებლების" დაბრუნება


ფოტო არქივიდან: მოსკოვის ერთ-ერთი "გამოსაფხიზლებელი"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დუმის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს ქუჩიდან სპეციალურ დაწესებულებაში, ე.წ. გამოსაფხიზლებელში გადაიყვანოს მთვრალი მოქალაქეები. კანონი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ასეთ დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც სიმთვრალის გამო დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, თუმცა, საბოლოო ვარიანტის თანახმად, "გამოსაფხიზლებელში“ მათი თანხმობის გარეშე მოხვდებიან მსუბუქი და საშუალო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქეებიც.

კანონის მიხედვით, ასეთი დაწესებულებები შეიქმნება სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურება შესაძლოა, ფასიანი იყოს.

სამედიცინო გამოსაფხიზლებლების სისტემა საბჭოთა კავშირში შეიქმნა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. 2010 წელს რუსეთში ამ სისტემის შენახვა ზედმეტ ხარჯად მიიჩნიეს და ერთი წლის განმავლობაში "გამოსაფხიზლებლები" დახურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG