Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 4 მლნ ლარამდე დახმარება შევიდა


როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარდგენისას განაცხადა, „წელს აფხაზეთის რეგიონში შეტანილ იქნა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება“. მისი თქმით, ეს მოხერხდა სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ იმყოფებოდა 250 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მისი განმარტებით მსგავსი დახმარების გაწევა ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, „საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG