Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს იფარებს, ჰყვება, რომ ცხოველის დადევნების გამო სახე დანით დაუზიანეს


თელავის მცხოვრები, ლალი კბილაშვილი, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს იფარებს, ამბობს, რომ სახეზე დაზიანება უცხო პირმა მიაყენა. მისი მონაყოლის მიხედვით, მიზეზი ის გახდა, რომ ძაღლი, რომელსაც ის იფარებდა, ერთ პირს დაედევნა.

"ძაღლი, რომელიც ამოვიყვანე ნაგვიდან და გაიზარდა, გამოეკიდა პიროვნებას. ის გაბრაზდა, დანა დამისვა, იარაღით მემუქრებოდა. როცა ვაფიქსირებდი, ვინ იყოს ეს პიროვნება, ცემა-ცემით მივყევი სახლამდე", - ამბობს კბილაშვილი "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის დგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG