Accessibility links

logo-print logo-print

ბაიდენი აკრიტიკებს ტრამპის ძალისხმევას ვაქცინებთან მიმართებით, აცხადებს, რომ აცრებს დააჩქარებს


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, პირობას დებს, რომ ქვეყანაში დააჩქარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს ვაქცინებთან მიმართებით გატარებული ძალისხმევის გამო.

"ტრამპის ადმინისტრაციის ვაქცინების დარიგების გეგმა ჩამორჩება, ძალიან ჩამორჩება", - თქვა ბაიდენმა 29 დეკემბერს.

ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა ვაქცინის 20 მილიონი დოზის გაცემას წლის ბოლომდე. ჯერჯერობით დარიგებულია 11,4 მილიონი დოზა და, ოფიციალური მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდა 2,1 მილიონ პირს.

"ეს თუ ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდება, ამერიკელი ხალხის ვაქცინაციას წლები დასჭირდება და არა თვეები", - ამბობს ბაიდენი.

მისი თქმით, როცა 20 იანვარს მისი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვა, ის აამოქმედებს თავდაცვის წარმოების აქტს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, კერძო მეწარმეებს მისცეს შეკვეთები ვაქცინის წარმოების და დარიგების დასაჩქარებლად.

მიმდინარე თვეში ბაიდენი აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 100 დღეში ვაქცინის 100 მილიონი დოზა გაიცემა. ამის მისაღწევად ვაქცინაციის რიცხვი ხუთიდან ექვსჯერ უნდა გაიზარდოს და დღეში 1 მილიონ ინექციას უნდა გაუტოლდეს.

ბაიდენი აღიარებს, რომ "ამერიკელი ხალხის უმრავლესობის აცრას მაინც თვეები დასჭირდება". აშშ-ის მასშტაბით პანდემია ინტენსიფიკაციას განიცდის და, ბაიდენის თქმით, "ვითარება გაუმჯობესებამდე კიდევ გაუარესდება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG