Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისიდანაა. შედარებით დაბალი მაჩვენებლები ნარჩუნდება რეგიონებში.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 710;
  • აჭარა - 78;
  • იმერეთი - 239;
  • ქვემო ქართლი - 63;
  • შიდა ქართლი - 130;
  • გურია - 24;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108;
  • კახეთი - 105;
  • მცხეთა-მთიანეთი - 47;
  • სამცხე-ჯავახეთი - 14;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელებულია 1282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2505-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG