Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი საქართველოში 2020 წელს აჯამებს: ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორეთი დასრულდა


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 2020 წლის შემაჯამებელ სიტყვაში ამბობს, რომ საქართველოსთვის პოლიტიკური კრიზისებით მიმდინარეობდა. ის ახლაც ერთ-ერთი ფასილიტატორი ელჩია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში.

"2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ", - განაცხადა ჰარცელმა.

ელჩი თავის შემაჯამებელ სიტყვაში Covid-19-ზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეს წელი მძიმე იყო, რადგან ზოგმა ოჯახის წევრი და საყვარელი ადამიანი დაკარგა, ზოგი კი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

"მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა... 2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში", - აღნიშნავს ჰარცელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG