Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ინდუისტური ტაძრის განადგურების 14 მონაწილე დააკავეს


პოლიციელები ათვალიერებენ დამწვარ ინდუისტურ ტაძარს კარაკის რაიონში, პავისტანში, პეშავარიდან 160 კილომეტრში. 2020 წლის 321 დეკემბერი.
პოლიციელები ათვალიერებენ დამწვარ ინდუისტურ ტაძარს კარაკის რაიონში, პავისტანში, პეშავარიდან 160 კილომეტრში. 2020 წლის 321 დეკემბერი.

პაკისტანში 14 პირი დააკავეს მას მერე, რაც ასეულობით ადამიანმა იერიში მიიტანა საუკუნეობრივ ინდუისტურ ტაძარზე და ცეცხლი წაუკიდა მას.

ადგილობრივმა პოლიციამ 31 დეკემბერს განაცხადა, რომ წინა დღით, ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ხიბერ პახტუნხვას კარაკის რიონში მოეწყო რეიდები, რათა დაეკავებინათ ის პირები, რომლებიც ტაძარზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ნციდენტს მოჰყვა ინდუისტთა თემის, ასევე უფლებადამცავების და ფედერალური მთავრობის მხრიდან მომხდარის დაგმობა. „ეს არის უმცირესობის მიმართ ბარბაროსული მოპყრობა, შეძრწუნებული და ტრავმირებული ვართ“, განაცხადა ადგილობრივი თემის თავმჯდომარემ, ჰარუნ სარდიალმა, რომელმაც თავისი თემის დაუცველობის განცდაზე ილაპარაკა.

პაკისტანის ინდუისტური თემი, რომელიც 8 მილიონ წევრს ითვლის, ბოლო წლებში მზარდი რელიგიური ძალადობის სამიზნეა. პაკისტანში, სადაც უმრავლესობას მაჰმადიანები წარმოადგენენ, ინდუისტების უმეტესობა სამხრეთის, ინდოეთთან მოსაზღვრე სინდის პროვინციაში ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG