Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat-ის თანამშრომელმა გამოაქვეყნა მონაცემები ნავალნიზე სავარაუდო თავდამსხმელთა 500 ათასზე მეტ მგზავრობაზე


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის თანამშრომელმა ხრისტო გროზევმა გამოაქვეყნა მონაცემები ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილეთა, სავარაუდოდ ფსბ-ს თანამშრომელთა, 565 მგზავრობის შესახებ. მონაცემები განთავსებულია ცხრილში საჯაროდ ხელმისაწვდომ Google Docs-ის სერვისში.

ცხრილში მოხვდა მონაცემები ათი ადამიანის მგზავრობის შესახებ 2005-2020 წლებში. ორი მარშრუტის მონაცემები ბაზიდან ამოღებულია, ვინაიდან Bellingcat-ი მათთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, განაცხადა გროზევმა.

14 დეკემბერს გამოქვეყნდა ნავალნიზე თავდასხმის გამოძიების მასალები. Bellingcat-მა ის ჩაატარა გამოცემა The Insider-ის, ტელეარხ CNN-ის, ჟურნალ Der Spiegel-ისა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მონაწილეობით. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ნავალნი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს ფსბ-ს თანამშრომლებმა, რომლებიც მას რამდენიმე წელი უთვალთვალებდნენ.

გამოძიებაში დაწვრილებითაა აღწერილი ჯგუფში შემავალი ადამიანების ზუსტი გადაადგილება, მონაცემები მათი სატელეფონო ზარებისა და ტელეფონების პოზიციონირების შესახებ. ზოგი მათგანი, როგორც ამტკიცებენ გამომძიებლები, ფსბ-ს მაღალი რანგის ოფიცერია.

„ჩვენი გამოძიებისთვის გამოყენებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთის უმეტეს ქვეყანაში. მაგრამ რუსეთში ის საჯაროდ ხელმისაწვდომია უფასოდ ან საკმაოდ დაბალ ფასებში,“ ვკითხულობთ Bellingcat-ის მასალაში, რომელიც გამოძიების მეთოდოლოგიას ეხება. გამოცემა The Bell-ის თანახმად, ამ მოცულობის მონაცემების შესყიდვა შესაძლოა მილიონ რუბლამდე დამჯდარიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG