Accessibility links

logo-print logo-print

ცნობილია სად გაიმართება და ვინ იმღერებს თბილისში საახალწლო კონცერტზე


თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული საახალწლო ღონისძიება დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში, რომელიც ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში) გაიმართება. კონცერტი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებელი ვერ დაესწრება, პირდაპირ ეთერში გადაიცემა (მათ შორის ტელეკომპანია "იმედზე").

"წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან", - ვკითხულობთ მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. კონცერტს გაუძღვებიან: ია სუხიტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ნინო ნოდია.

კონცერტში მონაწილეობენ: დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG