Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდი და ლონდონი უკანასკნელ მომენტში შეთანხმდნენ გიბრალტარის საზღვრის თაობაზე


მადრიდმა და ლონდონმა უკანასკნელ მომენტში მოახერხეს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ესპანეთში თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეინარჩუნონ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ.

ამ შეთანხმებით, გიბრალტარი, ბრიტანეთის შორეული ტერიტორია, რომელიც ესპანეთს ესაზღვრება, უნდა გახდეს შენგენის ზონა, რათა მომავალ წელს თავიდან აიცილოს ე.წ. მკაცრი საგარეო საზღვარი ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან.

დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის შეთანხმება ახლა ევროკავშირმა და ლონდონმა უნდა შეათანხმონ, აღნიშნა 31 დეკემბერს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ.

1 იანვარს სრულდება ბრექსიტის, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, გარდამავალი პერიოდი, რომელიც 2020 წლის 30 იანვარს დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ გაერთანებული სამეფო და მისი შორეული ტერიტორიები აღარ იქნებიან ევროკავშირის საერთო ბაზრისა და საბაჟო კავშირის ნაწილი.

როგორც DPA იტყობინება, გიბრალტარის მოსახლეობის 96%-მა ბრექსიტის წინააღმდეგ მისცა ხმა 2016 წლის რეფერენდუმზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG