Accessibility links

logo-print logo-print

მსოფლიოში მკაცრი საკარანტინო ზომების პირობებში ზეიმობენ 2021 წლის დადგომას


მსოფლიოში 2021 წლის დადგომას ზეიმობენ. ამჯერად ახალ წელს მკაცრი საკარანტინო ზომების პირობებში აღნიშნავენ რიგ ქვეყნებში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო.

სიდნეიდან ნიუ-იორკამდე შეცვლილია ფოიერვერკების გამოყენების წესები, გაუქმდა მრავალი სხვა საჯარო ღონისძიება.

ამჟამად განსაკუთრებული სიწყნარეა ევროპაში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ეშინიათ.

საფრანგეთში პოლიციის ასი ათასამდე თანამშრომელია მობილიზებული, რათა აღკვეთონ ხალხმრავალი საახალწლო წვეულებები და კომენდანტის საათის დარღვევები.

ერთი წლის წინ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში ინფექციას 1,8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ხნის განმავლობაში აღრიცხულია ინფიცირების 81 მილიონი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG