Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-მ მწვანე შუქი აუნთო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ უშვებს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებას. ეს COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელიც WHO-სგან მწვანე შუქს იღებს.

ორგანიზაციის თანახმად, ეს ნებართვა ქვეყნებს გზას უხსნის, საკუთარი მარეგულირებლების გზით დაამტკიცოს ვაქცინა და უზრუნველყოს ვაქცინაცია.

ის ასევე UNICEF-ს და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, შეიძინონ და გაანაწილონ ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG