Accessibility links

site logo site logo

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პირი გარდაიცვალა, დაინფიცირდა - 990


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პირი გარდაიცვალა და 990 პირი დაინფიცირდა. მონაცემებს საკოორდინაციო საბჭო აქვეყნებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 8 016 ტესტი ჩატარდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 228 410 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 265-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 214 992.

23 ახალი გარდაცვლილით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 2 528-მდე გაიზარდა.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:

  • 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;
  • 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;
  • 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;
  • 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;
  • 5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;
  • 6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;
  • 7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;
  • 8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;
  • 9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;
  • 10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43;
  • 11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37;
  • 12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3907. გარდაცვლილი 50;
  • 13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2720. გარდაცვლილი 46;
  • 14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1337. გარდაცვლილი 49;
  • 15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3837. გარდაცვლილი 44;
  • 16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3487. გარდაცვლილი 39;
  • 17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2981. გარდაცვლილი 31;
  • 18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2635. გარდაცვლილი 49;
  • 19 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2904. არდაცვლილი 53;
  • 20 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1731. გარდაცვლილი 39;
  • 21 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 824. გარდაცვლილი 46;
  • 22 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3064. გარდაცვლილი 42;
  • 23 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2345. გარდაცვლილი 51;
  • 24 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1972. გარდაცვლილი 43;
  • 25 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1881. გარდაცვლილი 37;
  • 26 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1784. გარდაცვლილი 39;
  • 27 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1097. გარდაცვლილი 25;
  • 28 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 538. გარდაცვლილი 41;
  • 29 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2012. გარდაცვლილი 25;
  • 30 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1738. გარდაცვლილი 38.
  • 31 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1527. გარდაცვლილი 24.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG