Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირებულია რეგიონებში ინფიცირების რიცხვი


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევით ნაკლები გამოვლინდა. ​კორონავირუსის ახალი მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირებულია რეგიონებში ინფიცირების რიცხვიც.

ინფიცირებულთა 990 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანწილდა:

  • თბილისი - 426;
  • აჭარა - 72;
  • იმერეთი - 167;
  • ქვემო ქართლი - 65;
  • შიდა ქართლი - 83;
  • გურია - 15;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68;
  • კახეთი - 54;
  • მცხეთა-მთიანეთი - 29;
  • სამცხე-ჯავახეთი - 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 228 410 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 265-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 214 992.

23 ახალი გარდაცვლილით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 2 528-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG