Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO გზას უხსნის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სწრაფ ხელმისაწვდომობას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 31 დეკემბერს გასცა ნებართვა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენებაზე, რაც ვაქცინის პირველი ამგვარი დამტკიცებაა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

ნებართვა "გზას უხსნის ქვეყნებს სააჩქარონ მათი საკუთარი სარეგულაციო ნებართვის პროცესი, ვაქცინის იმპორტის და გამოყენების მიზნით" - წერს WHO თავის ვებსაიტზე. ამასთან, ნებართვა "საშუალებას აძლევს UNICEF-ს და პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაციას" დისტრიბუციისთვის მოიპოვონ ეს ვაქცინა.

"ეს ძალიან დადებითი ნაბიჯია საიმისოდ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდეს" - WHO-ს ვებსაიტზე ვკითხულობთ ორგანიზაციის მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების ზოგადი ხელმისაწვდომობის პროგრამის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანგელა სიმაოს სიტყვებს, რომელიც დასძენს: "თუმცა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ საჭიროა კიდევ უფრო დიდი გლობალური ძალისხმევა საიმისოდ, რომ ვაქცინის მიწოდებამ ყველგან დააკმაყოფილოს პრიორიტეტული მოსახლეობის საჭიროებები".

განცხადება გავრცელდა ზუსტად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველად შეატყობინეს იდუმალი, პნევმონიის მსგავსი დაავადების აღმოჩენის შესახებ ვუჰანში, ჩინეთში - რომელსაც, როგორც მალევე აღმოჩნდა, ახალი კორონავირუსი იწვევდა. ვირუსის და მის შედეგად გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის გამოჩენის შემდეგ, გლობალურად აღირიცხა 83 მილიონზე მეტი დამტკიცებული შემთხვევა, დაიღუპა 1,8-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ვარაუდით, რეალური მონაცემები აღრიცხულს კიდევ უფრო აჭარბებს.

მასობრივი ვაქცინაციის პროგრამები უკვე დაიწყებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, რუსეთში და ჩინეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG