Accessibility links

site logo site logo

პორტუგალიამ როტაციის წესით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა


პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა. 2019 წლის ფოტო.

1 იანვარს პორტუგალიამ გერმანიისგან როტაციის წესით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ნახევარი წლით. ამ ექვსი თვის განმავლობაში პორტუგალიის წინაშე იქნება ორი მთავარი პრობლემა - კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების პაკეტის კოორდინირება და COVID-19-ით გამოწვეული ჯანდაცვის პრობლემები, მათ შორის ვაქცინაციის პროცესი.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოშტასთვის უფლებამოსილებების გადაცემისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გერმანიის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის ყურადღების ცენტრში იყო პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება.

„დარწმუნებული ვარ, გაერთიანებულები ვირუსზე უფრო ძლიერი ვიქნებით,“ თქვა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე შეიძინა და გაანაწილა ვაქცინა თავის 27 წევრს ქვეყანაში.

„შედეგის დრო: სამართლიანი, მწვანე და ციფრული აღდგენა“ - ამ ლოზუნგით გეგმავს პორტუგალია ევროპის ინკლუზიურ აღდგენას კლიმატური და ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით.

სხვა მთავარი პრიორიტეტებია ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მედიაში პლურალიზმისთვის ხელის შეწყობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG