Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა


აურელი ჩოკოი
აურელი ჩოკოი

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, აურელი ჩოკოი.

მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც 23 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა, იონ კიკუმ, მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა.


ჩოკოი კარიერული დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე, ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მრჩევლად მუშაობდა საგარეო საკითხებში.

მოლდოვის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელად სწორედ რომელიმე მინისტრი უნდა დანიშნოს.

ახალი მთავრობის ფორმირება კი მოლდოვის პარლამენტის პრეროგატივაა.

თუ პარლამენტი ორი მცდელობის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში, ვერ აირჩევს მინისტრთა ახალ კაბინეტს, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს კაბინეტი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მაგრამ პროევროპელი მაია სანდუ, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა თავისი მეტოქე, პრომოსკოვურად განწყობილი, იგორ დოდონი, მხარს უჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სწრაფად ჩატარებას.

მაია სანდუმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, განიხილოს საპარლამენტო პარტია მოქმედებისა და სოლიდარობის (სანდუს მიერ დაარსებული პარტიის) დეპუტაციის მიმართვა, რათა პარლამენტმა შეძლოს თვითდათხოვნა, რაც გზას გაუხსნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.



„იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუცო სასამართლო რამდენიმე დღეში განიხილავს ამ თხოვნას“, - აღნიშნა მაია სანდუმ 31 დეკემბერს.

პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ახალი საარჩევნო კოდექსით, მოლდოვაში მხარს უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და თავად პარლამენტის სპიკერი, ზინაიდა გრეჩანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG