Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთში წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სენაკები დილით გაჩენილმა ხანძარმა დაწვა


შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს დილით, 07:00 საათზე ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია სენაკები სრულად.

"მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა", - ვკითხულობთ შემოქმედის მიტროპოლიტის, იოსების "ფეისბუკზე" გავრცელებულ განცხადებაში.

ეპარქიის გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალაში ჩანს, რომ განადგურდა სენაკები, დაიწვა ხატები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG