Accessibility links

logo-print logo-print

ყაზახეთში გაუქმდა სიკვდილით დასჯა


ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, რომლის გამოყენებაზე 20 წლის განმავლობაში მორატორიუმი იყო გამოცხადებული ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში.

პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას 2 იანვარს ხელი მოაწერა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

ამგვარად ყაზახეთი შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტზე დამატებულ მეორე ფაკულტატიურ პროტოკოლს.

დოკუმენტის მეჯლისში (პარლამენტში) წარდგენის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუხტარ ტლეუბერდიმ განაცხადა, რომ პროტოკოლის რატიფიკაციის შემდეგ, ყაზახეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენებს სიკვდილით დასჯას - ომის დროს სერიოზული სამხედრო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

ყაზახეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დარჩა სამი ქვეყანა - რუსეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი, რომლებსაც არ მოუწერიათ ხელი მეორე ფაკულტატიურ პროტოკოლზე.

ბელარუსი კი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დღემდე გამოიყენება სიკვდილით დასჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG