Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შეცვლის


პარლამენტში "ქართული ოცნების" სიით არჩეულ გიორგი გახარიას ამავე პარტიის რიგით 61-ე ნომერი ლევან მგალობლიშვილი შეცვლის. შესაბამის განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 30 დეკემბერს მოაწერა.

გიორგი გახარია ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრია. სწორედ ამ მიზეზის გამო მიმართა "ქართული ოცნების" პირველმა ნომერმა პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

150-კაციან საქართველოს პარლამენტში "ქართულ ოცნებას" 90 დეპუტატი ჰყავს. ამ ეტაპამდე ოპოზიციის არცერთი წევრი პარლამენტში არ შესულა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს. ერთადერთი ცნობილია, რომ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს და პარლამენტში შესვლას გეგმავს "პატრიოტთა ალიანსის" მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG