ბოსნია-ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭომ 2 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წინა დღით ქვეყანაში რვა სტუდენტი დაიღუპა ნახშირბადის მონოქსიდის შედეგად სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში.
იუწყებიან, რომ სხვადასხვა უმაღლესი სკოლისა და უნივერსიტეტების 18-დან 20 წლამდე ასაკის სტუდენტები ახალ წელს აღნიშნავდნენ სარაევოდან 150 კილომეტრით დაშორებულ ტრიბისტოვოს კოტეჯში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
პოლიციაში 1 იანვრის დილის 10 საათზე შევიდა ზარი მომხდარი ტრაგედიის შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება გამომძიებელთა ჯგუფი.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში რვა სტუდენტი დაიღუპა ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად

დაწერეთ კომენტარი