Accessibility links

logo-print logo-print

პაკისტანში დააპატიმრეს მუმბაის 2008 წლის ტერაქტში ბრალდებული დაჯგუფების ლიდერი


ზაიქურ რეჰმა ლახვი

პაკისტანის ხელისუფლებამ პატიმრობა მიუსაჯა ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერს, რომელიც ბრლადებულია ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, 2008 წლის სისხლიანი ტერაქტის მოწყობაში.

პაკისტანის ანტიტერორისტული პოლიციის წარმომადგენელმა, შაკილ აჰმედმა, 2 იანვარს განაცხადა, რომ ტერორიზმის დაფინანსებაში ბრალდებული ზაიქურ რეჰმა ლახვი გადაყვანილია ქალაქ ლაჰორის საპატიმროში.


ლახვის ბრალად ედება ექსტრემისტული დაჯგუფება ლაშქარ-ე ტაიბას (LeT) ხელმძღვანელობა. აღნიშნულ დაჯგუფებას აშშ-ი და ინდოეთი ადანაშაულებენ ინდოეთის ქალაქ მუმბაის იერიშში, რასაც 166 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეები, შეეწირნენ.

ლახვი მუმბაის თავდასხმის შემდეგ მალევე დააკავეს, მაგრამ ეჭვმიტანილი გაამართლა პაკისტანის სასამართლომ.


პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლახვი ლაჰორიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ სამედიცინო დისპანსერს ექსტრემისტების საქმიანობის ფარული დაფინანსებისთვის იყენებდა.


გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტი ზაიქურ რეჰმა ლახვის მიიჩნევს ექსტრემისტული დაჯგუფება LeT-ის ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელად, რომელიც ჩამბული იყო ექსტრემისტების საქმიანობის ორგანიზებაში პაკისტანის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ავღანეთში, ერაყში, ბოსნიასა და რუსეთის ჩრდილოეთ ჩეჩნეთის რეგიონში.


ლაშქარ-ე ტაიბა არის ალ ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც ინდოეთის კონტროლის წინააღმდეგ მოქმედებს ორად გაყოფილ ჰიმალაის რეგიონ ქაშმირში. დაჯგუფების საქმიანობა აიკრძალა 2002 წელს, ინდოეთის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG