Accessibility links

logo-print logo-print

ირანი პირობას დებს, რომ ურანს 20%-ით „რაც შეიძლება მალე“ გაამდიდრებს


ალი-აკბარ სალეჰი

ირანმა 2 იანვარს განაცხადა, რომ გეგმავს „რაც შეიძლება ჩქარა“ დაიწყოს ურანის გამდიდრება 20%-ით მიწისქვეშა ბირთვულ კომპლექს „ფორდოში“, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ ზღვარს.


ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ თავის სააგენტო შეადარა სამხედროს, რომელიც მეთაურის ბრძანებას ელოდება.

„ჩვენ, როგორც ჯარისკაცებს, თითები გვიდევს სასხლეტზე. მეთაური მოგვცემს ბრძანებას და ჩვენ გავისვრით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა სალეჰიმ.

მისი ეს განცხადება 2 იანვარს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ თეირანმა მას აცნობა ურანის გამდიდრების განზრახვის შესახებ.

დღემდე ირანი თავის ურანის მარაგებს ამდიდრებს დაახლოებით 4,5 პროცენტის დონეზე, რაც აღამატება 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებით დასაშვებ 3,67%-ს, მაგრამ ბირთვული იარაღის დამზადებისათის საჭირო 90%-იან დონეზე უფრო ნაკლებია.

საერთაშორისო ბირთვული გარიგება თეირანს ასევე უკრძალავს ურანის გამდიდრებას „ფორდოს“ ობიექტზე, რომელიც მაღალ მთებში მდებარეობს ავიაიერიშებისგან დასაცავად.

მაგრამ მას შემდეგ, რაც 27 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად ცნობილი ირანელი ბირთვული მეცნიერი, მოჰსენ ფახრიზადე, მოკლეს, ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რაც ურანის 20%-მდე გამდიდრებას და ატომური ენერეგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან ინსპექციის შეწყვეტას ითვალიწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG