Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მამარდაშვილი UEFA-ს 50 რჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის


„გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც უკვე არის 21 წლამდე საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე, კარგი რეპუტაცია მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში შთამბეჭდავი თამაშით“, - ვკითხულობთ UEFA-ს (ევროპის ფეხბურთის ასოციათა კავშირის) მიერ 2 იანვარს გამოქვეყნებულ სიაში, რომლიც ევროპის 50 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშისგან შედგება.

„UEFA.com- ის ჟურნალისტებს, კორესპონდენტებსა და რედაქტორების მთელ გუნდს ვთხოვეთ ევროპის კონტინენტზე გამოერჩიათ ამომავალი ვარსკვლავები. საინტერესოა ამ ორმოცდაათეულიდან რამდენი შეძლებს ჩვენს ალაპარაკებას მომავალი წლის ამ დროისთვის?“, - ვკითხულობთ UEFA-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე.

19 წლის გიორგი მამარდაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ კარს იცავს.

საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, მამარდაშვილი, როგორც წლის საუკეთესო მეკარე, დასახელდა 2020 წლის სიმბოლურ ნაკრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG